"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი გერმანიაში იმყოფება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკური პარტიიდან აცნობეს, ხიდაშელმა ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნდესტაგში და რამდენიმე კვლევით ცენტრში.
შეხვედრებზე განხილვის თემა ძირითადად მოახლოებულ არჩევნებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხებოდა.
ამასთან, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში განმარტავენ, თინა ხიდაშელმა გერმანელ კოლეგებს რამდენიმე კვირის წინ გამოცემული აგვისტოს ომის ანგარიშიც გააცნო, რომელიც ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, თავად მისი რედაქციით, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა.
გარდა ამისა, 18 მაისს, თინა ხიდაშელი ბუნდესტაგში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა.
"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გერმანიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.