ახალბედებმა ეს წესები აუცილებლად უნდა გაითავისონ იმისთვის, რომ წარუმატებლობის მსხვერპლი არ გახდნენ, თავი დაიცვან დაინფიცირების, ვაგინის სიმშრალისა და არასასურველი გაზების გამოშვებისგან.
გთავაზობთ 6 წესს, რომლებიც არ უნდა გააკეთოთ სექსამდე:
1. არ მიიღოთ ანტიჰისტამინური პრეპარატები
ეს ის პრეპარატებია, როცა სურდოს დროს ცხვირში სისველეს აღმოფხვრის. ამ პრეპარატებს სხეულის სხვა ნაწილების გამოშრობაც შეუძლიათ, მაგალითად ვაგინის. მაშინაც კი თუ ძალიან ხართ აღგზნებული, ცხვირის უბრალო წვეთებს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია.
2. ნუ შეჭამთ მწარეს
პროდუქტები ვაგინის სუნსა და გემოზეც მოქმედებს. მწარე საკვები გამოიწვევს მუცლის შებერილობასა და გაზების დაგროვებას, ამასთან პირის ღრუში დარჩენილი საკვების
ნარჩენები, შესაძლოა კაცის სასქესო ორგანოზეც აღმოჩნდეს, შემდეგ კი თქვენშიც მოხვდება - საბოლოოდ ეს უსიამოვნო წვის შეგრძნებას ტოვებს.
3. ნუ დალევთ ბევრს
ძლიერი გადათრომა შეგრძნებებს ანელებს და ორგაზმის განცდა გაგიჭირდებათ - როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს.
4. ნუ გამოიყენებთ ელექტრონულ კბილის ჯაგრისი
უცნაურად ჟღერს, მაგრამ პირის ღრუს გამწმენდი, სპირტის შემცველი საშუალებები , სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიმართ კიდევ უფრო მეტად დაუცველს გხდით. ჯაგრისს შეუძლია, ღრძილები დააზიანოს, სპირტის შემცველი სითხე კი აშრობს ლორწოვანებას და იწვევს გაღიზიანებას. შედეგად ბაქტერიები უფრო მარტივად აღწევს ორგანიზმში.
5. არ გაიპარსოთ
სექსის წინ გაპარსვა რეკომენდებული არ არის. ეს უმჯობესია სასურველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გააკეთოთ, რათა შემთხვევით ჭრილობებსა და ნაკაწრს მოშუშების დრო მისცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გზით შესაძლოა ჰერპესით ან შიდსით დაავადდეთ.
6. ნუ გამოიყენებთ საკვებს, როგორც პრელუდიას
საკვებს ხშირ შემთხვევაში გენიტალიების მიდამოში ისვამენ, ამან კი შესაძლოა გაღიზიანება, ალერგია და ქალის დაინფიცირება გამოიწვიოს.