დღეს, 19 მაისს, 12:00 საათისთვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს პარლამენტში ელოდებიან.
ბარამიძე ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეა დაბარებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ვიცე-პრემიერი დეპუტატებს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.