დღეს, 19 მაისს, "ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და ალიანსის ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ. ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, თემურ ნერგაძე, ირინა იმერლიშვილი და ფრიდონ საყვარელიძე სამეგრელოს, იმერეთსა და აჭარაში ამომრჩევლებს შეხვდებიან.
ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ზუგდიდში გამართავენ შეხვედრებს; ირაკლი ალასანია 13:00 საათზე სენაკელ ამომრჩეველს შეხვდება; დავით უსუფაშილი და ირინა იმერლიშვილი 13:30 საათზე მარტვილში გამართავენ შეხვედრებს, 14:30-20:00 საათამდე კი _ კახათში;
დავით გამყრელიძე 13:00 საათიდან 14:00 საათამდე - ჩხოროწყუელ ამომრჩეველს შეხვდება, 14:30-15:30 საათამდე _ აბაშელს; დავით ბერძენიშვილი და თემურ ნერგაძე 11:00 საათიდან 15:30 საათამდე სამტრედიაში გამართავენ შეხვედრებს; დავით გამყრელიძე და დავით ბერძენიშვილი _ 17:00 საათზე ქუთაისში; ლევან ბერძენიშვილი და ფრიდონ საყვარელიძე _ 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ხულოში, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე - ქედაში.