ნინო ბურჯანაძე თბილისის აეროპორტში მისი ბარგის საათ-ნახევრიანი ჩხრეკის მიზეზებს გადაამოწმებს. "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ლიდერს აინტერესებს, მართლა მოითხოვა თუ არა გერმანულმა მხარემ მისი ბარგის შემოწმება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიიდან აცნობეს.
"დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის საელჩოს, მიუნხენის აეროპორტის უშიშროების სამსახურს, შესაბამისი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს და გერმანიის ფედერალურ პოლიციას ხვალ მიმართვას გაუგზავნის. საქმე ეხება დღეს გამთენიისას თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ბარგს საათ-ნახევარის განმავლობაში ჩხრეკდნენ.
ბურჯანაძის განცხადებით, მას თბილისის აეროპორტში განუცხადეს, რომ ჩხრეკის მიზეზი გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ოპოერატიული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, გერმანელები მიუნხენის რეისით ჩამოფრენილი ბურჯანაძის ბარგის შემოწმებას ითხოვდნენ