იმის გასაგებად თუ რამდენი წელი იცხოვრებს ადამიანი, ჩვეულებრივი სისხლის ანალიზის აღებაც საკმარია, - ამტკიცევენ მეცნიერები აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტიდან.
მკვლევარებმა იპოვეს მეთოდი, რომლიოს საფუძველზეც, შესაძლებელია , განისაზღვროს ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა.
ექსპერიმენტისას მათ წარმატებულად განსაზღვრეს გარეული ფრინველების დაბერების სიჩქარე. აღნიშნული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ადამიანებთან მიმართებაშიც, - ამტკიცებენ მეცნიერები.
მათი განმარტებით, ტესტი შესაძლებლობას იძლევა გაიზომოს ადამიანის ბიოლოგიურიო ასაკი, რომელიც, მეტ წილად განსხვავდება პასპორტის ასაკისგან.
ამავე დროს, სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტესტი არ ითვალისწინებს გარდაცვალებას მძიმე ავადმყოფობის შედეგად, რაც შესაძლოა, განვითარდეს დროთა განმავლობაში. საუბარია, მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ბუნებრივი მიზეზებით გარდაცვალებამდე.