დღეს "სახალხო-დემოკრატებმა" მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს. პარტიის საარჩევნო სიიდან მთაწმინდის ოლქში კენჭს ლია მემანიშვლი, ხოლო კრწანისში ლევან დევდარიანი იყრიან. ამომრჩეველს კანდიდატები "სახალხო-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ავთანდილ იოსელიანმა წარუდგინა.
კანდიდატები ამომრჩეველს სოციალური პრობლემების მოგვარებასა და ავარიული სახლების რეაბილიტირებას დაჰპირდნენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ავთანდილ იოსელიანის განცხადებით, "სახალხო - დემოკრატები" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალური დასაქმების ფონდის შექმნას აპირებენ, რომელიც თბილისელებს სამსახურის პოვნაში დაეხმარება.