თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 20 მაისს, საერთაშორისო ორგანიზაციების კი 23 მაისს იწურება.
როგორც ცესკოში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სპეციალური განცხადებით, შესაბამისად, სწორედ 20 და 23 მაისის 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.
18 მაისის მდგომარეობით, ცესკოში დამკვირვებლის სტატუსით 26 ადგილობრივი და 9 საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.