დღეს, "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა, გია თორთლაძემ ქუთაისში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
თორთლაძე ქუთაისელ ამომრჩევლებს აღმაშენებლის მოედანზე შეხვდა და "დემოკრატიული პარტიის" მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. თორთლაძე ამომრჩეველს იმ პრიორიტეტებზეც ესაუბრა, რომლებიც "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წინასაარჩევნო პროგრამაშია გაწერილი.
"მე მივეცი დაპირება იმისა, რომ ჩვენ მოსახლეობის ნებისმიერ პრობლემებს გავითავისებთ, ვიმსჯელებთ და მათთან ერთად ვიბრძოლებთ ამ საკითხების გადასაჭრელად", - განაცხადა თორთლაძემ.