აშშ-ის მეცნიერემა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც დაადგინეს ფაქტორები, რაც ოჯახის დანგრევის წინაპირობას წარმოადგენს.
გაირკვა, რომ თუ გოგონა თხოვდება 18 წლამდე ასაკში, მას შემდეგ, რაც ის სრულწლოვანი ხდება ოჯახის დანგრევის ალბათობა ქმართან თანაცხოვრების პირველი 10 წლის განმავლობაში 48%-ს შეადგენს. თუ გათხოვების ასაკი 18-19 წელია, განქორწინების რისკი 40%-ია. რაც უფრო გვიან თხოვდება ლამაზი სქესის წარმომადგენელი, მით უფრო მაღალია ოჯახის შენარჩუნების შანსი. 20-24 წლის ასაკში გათხოვება განქორწინების რისკს 29%-მდე ამცირებს.
ყველაზე დაბალია განქორწინების რისკი 25-39 წლის ასაკის ქალებში - 5%. სპეციალისტების რეკომენდაციით, ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა უმჯობესია ქოწინებამდე.
თუ ქორწინებაში, ქალს ძალიან სურს ჰყავდეს ბავში, ქმარი კი მომხრეა მოგვიანებით გააჩინონ მემკვიდრე, განქორწინების რისკი 2-ჯერ მეტია, - ნათქვამია აშშ-ის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის კვლევაში.