წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ცესკოში სულ 14 საჩივარი და 17 განცხადება, სასამართლოში კი 3 სარჩელია შესული.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცესკოში შესული განცხადება/საჩივრებიდან 4 განხილვის სტადიაშია, 9 - არ დაკმაყოფილდა; 1 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 5 განუხილველი დატოვა, დანარჩენი 5 კი, განსახილველად შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.
გარდა ამისა, დაკმაყოფილდა ერთი საჩივარი, რომლითაც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; წერილობით გაეცა პასუხი რამდენიმე განცხადებაში ხსენებულ 9 ფაქტს.