თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ-ტაიპ ერდოღანი დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს მიხიელ სააკაშვილს შეხვდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"თურქეთის პრემიერი ბათუმს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. დელეგაცია საკამოდ დიდი და მაღალი რანგისაა. სახელმწიფოს მეთაურებს შორის გაიმართება შეხვედრა, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, ასევე თურქეთის მხრიდან საერთაშორისო ორგანოზაციებში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება. თურქეთის პრემიერის ვიზტის ფარლებში ასევე დაგეგემილია ბათუმში ახლადაშენებული სასტუმრო შერატონის მონახულებაც, რომელიც თურქული ინვესტიციით აშენდა.
"ის რომ საქართველოში თურქეთი საკმაოდ დიდი რაოდენობით ინვესტიციებს დებს. ეს ერთგვარი გზავნილია დასავლელი ინვესტორიებისთვისაც, რომ საქართველოში არის კარგი და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო", - აღნიშნა კალანდაძემ.