საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინა არასდროს აღიარებს.
"უკრაინის ხელისუფლების სათავეში ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი არასდროს დადგება. უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა და ის სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივს სცემს. ჩვენ არ გვინდა და არც გვინდა დავიჯეროთ, რომ აღნიშნული საკითხს ოფიციალური კიევი ოდესმე დააყენებს", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზეთის და ოსეთის სეპარატისტმა ლიდერებმა ოფიციალურ კიევს აღიარების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს.