დღეს, 17 მაისს, თბილისის მერობის კანდიდატთა საარჩევნო პლაკატებისა და სლოგანების ფესტივალი "აირჩიე თბილისის მომავალი" გაიმართება.
ღონისძიებაში, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება, მონაწილეობას მერობის ცხრავე კანდიდატი მიიღებს.
ფესტივალზე შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებული სლოგანები გამოვლინდება: ყველაზე დამაჯერებელი, ყველაზე კრეატიული, ყველაზე საქმიანი, ყველაზე ეროვნული და ყველაზე ლაკონური სლოგანები.
აღნიშნულის გარდა, ფესტივალის ფარგლებში დედაქალაქის მერობის კანდიდატთა, სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებიც გამოიფინება.
"აირჩიე თბილისის მომავალი" წელს პირველად ტარდება. ფესტივალში გამარჯვებულ მერობის კანდიდატებს სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცემათ, მათ შორის ლოტოტრონით ორ ბილბორდზე მათი სარეკლამო პლაკატების უფასოდ განთავსებაც გათამაშდება.