დღეს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრებს გამართავენ.
დღეს "ქრისტიან-დემოკრატების" მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გია ჭანტურია, ინგა გრიგოლია და მოძრაობის ლიდერები კაიროს მოსახლეობას შეხვდებიან. ასევე, ინგა გრიგოლია, გაი ჭანტურია და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია დოლიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდებიან.
დღესვე 16.00 საათზე, ჭანტურია, გრიგოლია და მოძრაობის ლიდერები თბილისის ზღვაზე სასტუმრო "ქართლში" მცხოვრებ და 17:00 საათზე კი მე-8 საავადმყოფოსთან დევნილებს შეხვდებიან, რის შემდეგაც 18.00 საათზე, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოსახლეობას შეხვდებიან.
ამასთან, დღესვე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე პრესკონფერენციას გამართავს. ასევე დღესვე იმერეთის ორგანიზაციის ლიდერების პრესკონფერენცია იგეგმება.