საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია აშშ-ი გაემგზავრა.
დავითაია ვაშინგტონში საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
ამასთან, პარტია "ჩვენ თვითონ" ლიდერს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პენტაგონშიც, სადაც საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხება.
"საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. ასევე შეხვედრა მექნება პენტაგონსშიც, სადაც ოკუპირებულ ტერიტორებზე ვისაუბრებ", - განაცხადა დავითაიამ.
იგი ვაშინგტონიდან ნიუ-იორკშიც ჩავა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.