დღეს, 17 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ დევდარიანი 13:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.
ანგარიში მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციის _ ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების _ საქმიანობის მონიტორინგს, საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მუშაობის შეფასებას, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების მონიტორინგსა და NGNI-ს მიერ განხორციელებულ საქმიანობას 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.