პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკის შეფასებით, საქართველოს თუ სურვილი, მიზანი და კარგი საერთაშორისო ურთიერთობები ექნება ის წამატებული ქვეყანა გახდება.
"თუ აკვირდებით ისტორიას პოლონეთის ისტორიაში გარდატეხები და მნიშვნელოვანი წინსვლა ბოლო 20 წელიწადში მოხდა. ამ წლებში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, გახდა ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი და დღეს უკვე ევროკავშირის ერთ-ერთი ღირსეული წევრი. მე მჯერა და იმედი მაქვს, რომ თქვენც ამ გზით მიდიხართ. შეუძლებელია არაფერია. თუ გაქვთ სურვილი, მიზანი, შრომის მოყვარეობა და კარგი საერთაშორისო ურთიერთობები, მაშინ ყველაფერს შესძლებთ და საქართველოც ერთ-ერთი წამატებული ქვეყანა გახდება", - განაცხადა "ევროპის სახლში" ევროპული დებატების გახსნაზე ალექსანდრე კვასნევსკიმ.
ამასთან, პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ცვლილებით გაოცებულია.
"ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები. ჩემი ბოლო ვიზიტი საქართველოში 2001 წელს იყო და ძალიან კარგად მახსოვს ქვეყანაში რა სიტუაცია და მდგომარეობა იყო. საქართველოს პრეზიდენტს წლებია ვიცნობ და წლებია მეპატიჟებოდა. აი მეც ჩამოვედი. გაოცებული ვარ ცვლილებით. როცა თვითმფრინავიდან გადმოვედი და მიმოვიხედე დავინახე არაჩვეულებრივად განათებული, ლამაზი ქალაქი. ალბათ აქ კიდევ ბევრი რამ გამაოცებს. ჩემი ვიზიტის დროს უკვე დაპატიჟებული ვარ ბათუმში, სადაც ბოლოს 1983 წელს ვიყავი და ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რამ ამ არაჩვეულებრივ ქალაქშიც შეიცვალა", - აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.