ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის განაცხადებით, აუცილებელია ევროპელებმა ნახონ, რომ ჩვენი მიზანია ევროპაში ინტეგრაცია.
ამის შესახებ ბარამიძემ დღეს "ევროპის სახლში" გახსნილ ევროპულ დებატების შეფასებისას განაცხადა.
"ეს დებატები მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ მასში მონაწილეობდენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროპელი ინტელექტუალები. მათთან საუბარში ყალიბდება აზრები, რომლებიც შემდეგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად გარდაიქმნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ ადამიანებს არა მხოლოდ მოესმინათ, არამედ თავისი თვალით ენახათ, თუ რა ხდება საქართველოში და გაიგონ, რომ ევროპაში ინტეგრაცია ჩვენი მიზანია", - აღნიშნა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ევროპის სახლში" ევროპულ დებატები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
დებატებზე დღესვე სიტყვით გიორგი ბარამიძე და თემურ იაკობაშვილი გამოვლენ. ასევე დაგეგმილია, საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიესა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების გამოსვლა. ხვალ კი, დებატებზე გამოვლენ ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და უკრაინელი ექსპერტები. "ევროპის სახლში" გახსნილი დებატები ხვალ დასრულდება.