რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ევროპულ დებატებზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრებს.
"ასეთი დებატები საქართველოში ადრეც უნდა ყოფილიყო, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი დაიწყო და "ევროპის სახლში" მიმდინარეობს. ფაქტობრივად, დებატებით, ამ მიმართულებით მუშაობა ხარისხობრივად სხვა ფორმატში გადავიდა", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა დებატების დაწყებამდე.
ამასთან, მისი თქმით, დებატებში მონაწილე მხარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტების მოგვარების კუთხით ქართული მხარის ხედვას გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ "ევროპის სახლში" ევროპული დებატები საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ღონისძიება ორდღიანია და იგი ხვალ დასრულდება.