დაღესტანში ავტომობილში მსხდომი ორი ადამიანი ჩაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს ბოროტმოქმედებმა დაცხრილეს ადგილობრივი მკვიდრის "ჟიგულის" მარკოს ავტომანქანა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა.
მიყენებული ჭრილობებიდან ადგილზე გარდაიცვალნენ მძღოლი და მისი მგზავრი, მახაჩკალის მაცხოვრებელი. ავტომობილი კი დაიწვა.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღის სხვა და სხვა კალიბრის 103 გილზი აღმოჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები