დღეს, 13:00 საათზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საპარლამენტო ინტერფრაქციული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება და წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ მათ ინფორმაციას მოისმენს.
არასამთავრობო ორგანიზაციები _ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნები", "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" და სხვა საარჩევნო თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები ინტერფრაქციულ ჯგუფს მათ მიერ დაფიქსირებულ წინასაარჩევნო დარღვევების გააცნობენ.
ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის გურამ ჩახვაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციები უწყებათაშორის სამთავრობო ჯგუფს წარედგინება და "არც ერთი დარღვევა რეაგირების გარეშეარ დარჩება".
უწყებათაშორისო კომისიის სხდომა მომავალ კვირას გაიმართება.