გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ანტე ტურენინმა გორის რაიონ სოფელ ბერშუეთიდან რუსი ოკუპანტების მიერ გოჩა ბერიაშვილის გატაცებაზე კომენტარი გააკეთა.
"ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ შევიტყვეთ. ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებზე დღის წესრიგში დადგება და შევეცდებით ამ პრობლემების გადასაწყვეტად ვიპოვოთ გზა, რომ ინციდენტების პრევენციის კუთხით რეალური შედეგი მივიღოთ", - განაცხადა ტურენინმა.
მისი შეფასებით, საჭიროა მსგავს აქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღება გამახვილდეს და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონ სოფელ ბერშუეთიდან რუსმა ოკუპანტებმა დღეს გოჩა ბერიაშვილი გაიტაცეს, რომელიც ტყეში შეშის მოსაჭრელად იმყოფებოდა. ოსი სეპარატისტები დაკავებულს ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ.