17-20 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ლიტვის რესპუბლიკას. ვაშაძე გამართავს შეხვედრებს ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდრონიუს აჟუბალისთან, ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან ირენე დეგუტიენესთან და ასევე, პარლამენტის და აკადემიის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
როგორც ვაშაძის უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში იგეგმება "ვილნიუსი 10 ჯგუფისა" და "ახალი მეგობართა ჯგუფის" წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა, საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობის კომისიის დაფუძნება, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.