ლევან პირველი ისევ მოსკოვში გამოჩნდა და პრესკონფერენცია გამართა.
"მე აქტიურ პოლიტიკაში ვიქნები", _ აცხადებს პირველი, რომელიც თავის ახალ პარტნიორებზე მინიშნებებს აკეთებს.
ლევან პირველი არ აკონკრეტებს თუ რომელ ოპოზიციურ ძალებთან გეგმავს თანამშრომლობას, თუმცა აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ქართულ ოპოზიციაში კიდევ ერთი დიდი გადაჯგუფებაა მოსალოდნელი.
"30 მაისის დღეს გამოჩნდება ბევრი ტყუილი, რომელიც მოხდა პოზიციურ ძალებში რაც გამოიწვევს აბსოლუტურად სხვანაირ გადანაწილებას, სხვანაირად გადანაწილდება ოპოზიცია", _ აცხადებს ლევან პირველი.