თბილისის მერობის "მრეწველების" კანდიდატი გოგი თოფაძე საერთაშორისო თანამეგობრობას აფრთხილებს.
"თუ არჩევნები გაყალბდება და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ის მაინც ლეგიტიმურად შეფასდება, როგორც ეს წინა არჩევნების შემთხვევაში მოხდა, მაშინ ჩვენ იძულებულნი გავხდებით, დასავლეთს მოვთხოვოთ, რომ საქართველოს საერთოდ თავი დაანებონ", - განუცხადა თოფაძემ ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ პიტერ სემნებთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე განმარტებით, ამის შესახებ ის სემნებსაც ესაუბრა და აუხსნა, რომ ეს მათი ბოლო შანსია.
შეგახსენებთ, რომ პიტერ სემნები დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" თბილისის მერობის ყველა კანდიდატს ცალ-ცალკე შეხვდა და წინასაარჩევნო ვითარენაზე ესაუბრა.