ლეიბორისტულ პარტიას ყრილობის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განუცხადა.
"ყველა დარბაზმა უარი განაცხადა გამოეყო ჩვენთვის დრო და ფართი ყრილობის ჩატარებისათვის", - განმარტა მან.
ამასთან, ის მაუწყებელთა მიერ პარტიის ღონისძიებების გაშუქებითაც უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ "ბოლო 5 წელია არც "რუსთავი 2", "პირველი არხი" და არც "იმედი" მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს, 18:00 საათიანი გამოშვებების შემდეგ არ აშუქებს".
"ასეთ სიტუაციაში არჩევნებზე საუბარიც კი სირცხვილია. დღეს ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია", _ მიაჩნია ნათელაშვილს.