ლეიბორისტული პარტი ევროკავშირს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე ქვეყნის საქართველოში ხელისუფლების მიმართ სპეციალური რეკომენდაციის მიღებას სთხოვს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ პიტერ სემნებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"როცა ქვეყანას მართავს ჰალსტუხიანი ბინ ლადენი სააკაშვილის სახით, ხოლო მართველი ძალა კავკასიური თალიბანის ნაირსახეობას წარმოადგენს, არჩევნებზე საუბარი აზრს კარგავს", - განაცხადა ნათელაშვილმა.