14-16 მაისს თბილისში გაიმართება ფოტოგრაფიის სამდღიანი ფესტივალი "თბილისი Oპენ Aირ Pჰოტო Fესტ-ი", რომელიც ყველაზე მაშტაბური იქნება იმ ღონისძიებებს შორის, რაც კი აქამდე საქართველოში ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით ჩატარებულა.
სამი დღის განმავლობაში ძველი თბილისის ქუჩები, ეზოები და ბაღები - აბანოთუბნიდან თავისუფლების მოედნამდე - არლის ცნობილი ფოტოფესტივალის პროგრამას უმასპინძლებს. დაგეგმილია გამოფენები, ვიდეოპროექციები, დებატები და დაჯილდოების ცერემონიალი.
22 საათიდან 04:00 საათამდე, ღია ცის ქვეშ, 10 ეკრანზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებისა და გამოცემების საუკეთესო ფოტოები.
ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ტარდება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.