აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა ქეიდენაუ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.
"მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან. გავეცანი საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო და იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომელიც საქართველოში ვითრდება", - აღნიშნა ქეიდენაუმ.
ქეიდენაუ თბილის დღეს დატოვებს და ერევანში გაემგზავრება.