"ალიანსი საქართველოსთვის" საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა თინა ხიდაშელმა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს წინ აქცია გამართა.
ხიდაშელის ინფორმაციით, შენობა ავარიულია, ანტისანიტარიაა, რის გამოც არ არსებობს ბავშვების სამკურნალო პირობები.
როგორც ხიდაშელმა აქციაზე განაცხადა თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კლინიკაში არსებული პრობლემებს ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოაგვარებს.
"აუცილებელია მსგავსი ტიპის დაწესებულების რეაბილიტაცია, რომ სიცოცხლისთვის საშიში არ იყოს და იქ ბავშვის სამკურნალოდ მიყვანა შეიძლებოდეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.