"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას დებს.
ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელთაც მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად რომან ცხინიკაშვილი წარუდგინა.
ამასთან, დავითაშვილმა მოსახლეობას ჯანდაცვის პროგრამის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ თვითმართველობის არჩევნებში "ეროვნული საბჭოს" გამარჯვების შემთხვევაში თბილისის ყველ მცხოვრები ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ჯანდაცვის 100% დაზღვევის პაკეტს მიიღებს.