"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აკაკი ბობოხიძე საარჩევნო კოდექსის ცვლილების კანონპრეოქტს გამოეხმაურა და აღნიშა, რომ ეს არანაირად არაა დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
"სამწუხაროა, რომ დღეს კანონპრეოქტის განხილვას მაჟორიტარები არ ესწრებიან, რადგან ყველაზე მეტ დარტყმას ამ საარჩევნო კოდექსით, ჩვენი ამომრჩევლები ღებულობენ. ესაა ყველაზე მახინჯი სისტემა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას შეიძლებოდა შემოეთავაზებინა.
უმრავლესობა ამ კანონპროეტს ამართლებენ იმით, რომ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით, რომელიც ამ პროექტთან არაფერ შუაშია. თქვენ ცდილობთ, რომ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირება, სხვადსხვა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დაპირისპირებად გადააქციოთ.
მოგმართავს მაჟორიტარებს უმრავლესობიდან, ვენეციის კომისიის სულისკვეთებას არსებული კოდექსი უფრო ეთანხმება, ვიდრე ის, რასაც გვთავაზობთ. ვენეციის კომისია უშვებს გამონაკლისებს დემოგრაფიულად მცირედ დასახლებული რეგიონებისთვის, მაგრამ ეს რეგიონები საბოლოო ჯამში მაინც ადმინისტრაციულ ერთეულად დადის”, - განაცხადა ბობოხიძემ.