მაშველებმა ბორჯომში, მტკვრიდან 30 წლის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ადგილზე დილიდან მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.