არსებობდა არაჯანსაღი ინტერესი იმ საქმეების მიმართ, რომელთა განხილვაც შეწყალების კომისიას მოუწევდა. ამის შესახებ პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც ზვიად ქორიძე ამბობს, მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა, რომლებიც აღნიშნულ საქმეებში ფიგურირებენ. საქმე კი ალეკო ელისაშვილის სკანდალურ განცხადებას ეხება. გამოძიებამ კითხვები პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის მუშაობას და გარეშე პირების მხრიდან პირდაპირი თუ ირიბი ზემოქმედების შესახებ დასვა. ქორიძე პროკურატურაში 3 საათზე მეტხანს იმყოფერბოდა. მისი დაკითხვა ხვალაც გაგრძელდება.