ლეგენდარული „რემბოს“ ახალ სერიაში სილვესტერ სტალონე არ ითამაშებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სტალონე ამჯერად ფილმის პროდიუსერი იქნება. „რემბო-ახალი სისხლის“ გადაღებას ტელეკომპანია ფოქსი უახლოეს ხანებში დაიწყებს. ფილმის სცენარზე ჯებ სტიუარტი მუშაობს.