ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებული აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად დაკავებულების პროცესი გრძელდება. სხდომა დღეს 10 საათზე დაიწყება და მასზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. შესაძლოა ასევე წერილობით მტკიცებულებები და აუდიო/ვიდეო ჩანაწერებიც მოისმინონ. აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ სამი პირი 5 თვის წინ დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ. საუბარია 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რაზმან ბაღაკაშვილის სირიაში გაგზავნაზე.