ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე დღეს ბრალდების მხარე 5 მოწმეს დაკითხავს. გუშინდელ პროცესზე ბრალდების მხარემ 6 მოწმე დაკითხა, მათ შორის, მოკლული ლაშა მახარაძის დედა და მეგობრები, რომლებიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 11 საათზეა ჩანიშნული.