ოზურგეთში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში, მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რათა დადგინდეს, რა მუხლით დაიწყოს გამოძიება. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.