13-16 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მასტერკლასები ქორეოგრაფიაში. მეგრული ხალხური ცეკვის ოსტატები მასტერკლასების მონაწილეებს შეასწავლიან მეგრულ ხალხურ ცეკვებს ("ძაბრა", "ჯანსულო", "ჰარირა","ოჰოჰოია","ჩაგუნა" და სხვა).
მასტერკლასებს ჩაატარებენ მოცეკვავე-მსახიობი ვალერი სიჭინავა, ქორეოგრაფები: ანზორ თორდია, გურამ ჭკადუა, რეზო ჩხეიძე, რეზო ბულია.Mმასტერკლასებს უხელმძღვანელებს ქორეოგრაფი, ხელოვნებისმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი უჩა დვალიშვილი.
მასტერკლასები ყოველდღიურად დაიწყება 11:00 სათზე.
მასტერკლასები ტარდება ფოლკლორის მხარდაჭერის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში.