დღეს, 13 მაისს, 16:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიხსნება ცნობილი მხატვრის ანდრო კანდელაკის მიერ შესრულებული სხვადასხვა ზღაპრის ილუსტრაციების გამოფენა. მოწვეული ბავშვები გამოფენის დათვალიერების შემდეგ "გალერეის" სახელოსნოში თავიანთი ფანტაზიით დახატავენ. მათ ასევე შეუძლიათ დაასურათონ მათთვის საყვარელი სხვა ზღაპრებიც.
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა, პაატა ბურჭულაძის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ფონდი "იავნანა" და ქ. თბილისის მერია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ატარებს ასევე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს - "მხატვარი, ბავშვი, ზღაპარი".