ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უარყოფს ინფორმაციას ჩინური კორპორაციის მიერ ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთის გავლით, კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ჩინური მხარე ირწმუნება, რომ საქართველოს სუვერენიტეტთან შემხებლობაში მათ არანაირი პროექტი არ აქვთ.
"ჩვენ ამ თემაზე კომუნიკაცია გვქონდა, ჩვენ ამ თემაზე კომუნიკაცია გვექნება ეკონომიკურ კომისიაზე, რომელიც 9 და 10 დეკემბერს ჩინეთში გაიმართება და მე ვიქნები ამ კომისიაზე. დღესდღეობით ჩინური მხარე გვარწმუნებს, რომ ამგვარი არაფერი ხდება, ანუ ჩვენს სუვერენიტეტთან შემხებლობაში მათ არანაირი პროექტი არ აქვთ და ვერ ექნებათ ვერანაირად", - განაცხადა მინისტრმა.