ხელისუფლებას არ ესმის არც ერის და არც ბერის, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხს.
"ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ ესმის არც ერის და არც ბერის. საპატრიარქომ ძალიან კარგად განმარტა საკუთარი პოზიცია და ეს პოზიცია ისეთივე სახელმწიფოებრივია, როგორიც ყოველთვის აქვს ქვეყნის პატრიარქს”, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას და სახელმწიფოს თავისი ფუნქციები და მოვალეობები აქვს, ეკლესიას – თავისი ფუნქციები და მოვალეობები.
„ჩვენ დავიცავთ ეკლესიას და მის დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაში, თუ არ ჩავრთავთ საერო და სახელმწიფოებრივ საქმეებში. ეს ძალიან კარგად ესმის ეკლესიას და პატრიარქსაც და მე უბრალოდ გამიკვირდა, რომ პრემიერმა და "ქართული ოცნების" რიგმა ხელმძღვანელობამ ეს საკითხი ასე უსაფუძვლოდ აიტაცეს. მათი რეაქციით დადასტურდა, რომ მათ არც ხალხის და არც ერის და ბერის არ ესმით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.