ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ საბოლოო გადაწყევტილება სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს. საკითხის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც დრო ლევან ჩაჩუას დასკვნით სიტყვას დაეთმობა.
საქმე ეხება პირველი ინსტანციის სასაამრთლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ჟვანიას საქმეზე ექპერტი ლევან ჩაჩუა გამართლდა.
ბრალდების მხარემ კი აღნიშნული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დაცვის მხარე კვლავ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. სასამართლო სხდომა სააპელაციოში 4 საათზე დაიწყება.