აიუფ ბორჩაშვილი საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მოწმეთა დაკითხვა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. ბორჩაშვილის ადვოკატის თქმით, იმის მიხედვით, თუ რა გამოიკვეთება სასამართლო პროცესზე, არ არის გამორიცხული შუამდგომლობის დაყენებაც. გელა ნიკოლაიშვილი იმასაც დასაშვებად მიიჩნევს, რომ თუ პროცესზე ისეთი მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც დაკავშირებული არიან საიდუმლო ან ოპერატიულ მასალებთან, ბრალდების მხარემ ისევ მოითხოვოს პროცესის დახურვა.