მადრიდის რეალი ესპანეთის თასის პირველობას გამოეთიშება. ამის მიზეზი კადისისთან შეხვედრაში კლუბის ახალწვეულის, დენის ჩერიშევის გამოყვანა გახდა. რუსმა 1/16 ფინალურ შეხვედრაში გოლიც გაიტანა. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამეფო კლუბს ჩერნიშევის მოედანზე გამოყვანის უფლება არ ჰქონდა. გასულ სეზონზე რუსმა ვოილეარიალის შემადგენლობაში 3 ყვითელი მიიღო და შემდეგი შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა, იმის მიუხედავად, თუ რომელ გუნდში ითამაშებდა. ამის გამო რეალს დისკვალიფიკაცია მისცეს.