ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები ისრალეში წარმატებული გასტროლების შემდეგ თვენახევრიან ტურნეში გაემგზავრეა ბულგარეთში, შვეიცარიასა და იტალიაში.
ქ. სოფიაში გამართულ კონცერტს 4500 მაყურებელი დაესწრო, მაშ შორის ბულგარეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და თავად პრემიერ მინისტრი ბატონი ბოიკო ბორისოვი.
იტალიაში დასი 16 კონცერტს გამართავს, კონცერტებია დაგეგმილი სან მარინოსა და შვეიცარიაში.
ანსამბლი ხანგრძლივი ტურნედან 3 იანვარს დაბრუნდება.
თბილისელი მაყურებლის წინაშე ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 22 და 23 იანვარს წარსდგება თბილისის საკონცერტო დარბაზში
იანვრის ბოლოს კი ორთვიან მოგზაურობაში გაემგზავრება პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიაში, უკრაინასა და ბელორუსიაში. ორი თვის მანძილზე 50 კონცერტია დაგეგმილი, რომელზედაც ბილეთები თითქმის გაყიდულია.
ანსამბლის საგასტროლო გრაფიკი 2016 წელს უკვე შევსებულია. უკვე დაგეგმილია 2017 წლის პირველი ნახევარიც.