ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყოფილი პრემიერი.
"რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს - თქვენ იცით, რომ ,,ქართული ოცნება" ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული. შესაბამისად, იმაში, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა მე ბატონი ბიძინას მაგივრად გამიჭირდება რაიმე პასუხი გავცე ამ კონკრეტულ კითხვას",- განაცხადა კალაძემ შეგახსენებთ, მმართველი გუნდის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა გუშინ განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ისევ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს.