ბარბარა სტრეიზანდი ახალ ამპლუაში მოგვევლინება. ლეგენდარული მსახიობი და მომღერალი ეკატერინე მეორეზე ფილმს გადაიღებს. ისტორიულ ფილმში „დიდი იმპერატრიცის“ ცხოვრებისა და მოღვაწეობის ის პერიოდია ასახული, როდესაც ქმრის უუნარობის გამო მან ხელისუფლება საკუთარ ხელში აიღო. ფილმის პროდიუსერი ჯილ ნეტერია.