პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას მიესალმება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენ“-ს ჟორჟოლიანმა განუცხადა, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის იდეა ცუდი გადაწყვეტილება არ არის.
მისი თქმით, აღნიშნული წინადადება უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
„ამ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს. ვისაც მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავს, ამ ავტომობილით მაინც ისარგებლებს, მაგრამ მარცხენასაჭეზე უნდა გადავიდეთ. მგონია, რომ ეს უსაფრთხოების ზომებს გააუმჯობესებს“, - დასძინა ჟორჟოლიანმა.
შს სამინისტრო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას მომავალი წლის მარტიდან გეგმავს.